ნანი თურქეთში დაბრუნდა

0
17

პორტუგალიის ეროვნული ნაკრების და „მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილი გარემარბი ნანი კარიერას თურქეთის სუპერლიგაში განაგრძობს.
36 წლის ფეხბურთელმა „ადანა დემირსფორთან“ კონტრაქტი 1+1 სისტემით გააფორმა. მან გასული სეზონი ავსტრალიის „მელბურნ ვიქტორიაში“ გაატარა, რომელსაც თავისუფალი აგენტის სტატუსით დაშორდა.
ნანის თურქეთის ჩემპიონატში ადრეც უთამაშია. ის 2015-2016 წლების სეზონში „ფენერბაჰჩეში“ გამოდიოდა და ყველა ტურნირში ჩატარებულ 47 მატჩში 12 გოლი გაიტანა.