ზაა „გალათასარაის“ შეუერთდა

0
29

„კრისტალ პალასის“ აწ უკვე ყოფილი ლიდერ ვილფრიდ ზაა კარიერას თურქეთის „გალათასარაიში“ გააგრძელებს. კოტდივუარის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი სტამბოლელებს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა და 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ის წელიწადში ხელფასის სახით 4,35 მილიონ ევროს მიიღებს. გარდა ამისა, აფრიკელ ფორვარდს ხელშეკრულების დადებითვის ბონუსი 2,33 მილიონი ევრო ერგება.
ზაა ბოლო 9 სეზონი „კრისტალ პალასში“ გამოდიოდა და ყველა ტურნირში ჩატარებულ 315 მატჩში 72 გოლი გაიტანა.