დორტმუნდის „ბორუსიამ“ მიუნხენის „ბაიერნიდან“ ნახევარმცველი მარსელ ზაბიცერი შეიძინა.
ავსტრიის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა დორტმუნდელებთან კონტრაქტი 2027 წლამდე გააფორმა. მის სანაცვლოდ მიუნხენელები 19 მილიონ ევროს მიიღებენ ბონუსის გათვალისწინებით.
ზაბიცერი „ბაიერნში“ 2021 წელს „ლაიფციგიდან“ გადავიდა და ყველა ტურნირში ჩატარებულ 54 მატჩში 2 გოლი გაიტანა. მან გასული სეზონის მეორე ნახევარი იჯარით „მანჩესტერ იუნაიტედში“ გაატარა, სადაც 18 შეხვედრაში მეტოქეთა კარი 3-ჯერ აიღო.





