ზაქარია ბეგლარიშვილი საქართველოში დაბრუნდა და კარეირას “გაგრაში” განარძობს. 33 წლის ფეხბურთელს, რომელიც ესტონეთის მოქალქეა, გაგრელთა შემადგენლობაში დებიუტი საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის 1/16-ფინალში სტუმრად წყალტუბოს “სამგურალთან” 0:3 წაგებული მატჩში ჰქონდა. ის სასტარტოშო არ იყო და მოედანზე მე-80 წუთზე შევიდა.
ის მიმდინარე წლის მარტში “ტურონში” ჩაირიცხა, სადაც უზბეკეთის სუპერლიგაში 8-ჯერ ითამაშა.
გასულ წელს ბეგლარიშვილი ესტონეთის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა, ტალინის „ლევადიას“ შემტევმა ნახევარმცველმა 2022 წლის სეზონში ჩატარებულ 36 მატჩში 21 გოლი გაიტანა.
ბეგლარიშვილი ესტონეთში 2010 წლიდან თამაშობდა და 2018 წელს მეტოქის კარი 30-ჯერ აიღო, 2021 წელს – 24-ჯერ, 2012 წელს – 17-ჯერ, ხოლო 2017 წელს – 16-ჯერ, მაგრამ ბომბარდირი შარშან გახდა.
ბეგლარიშვილმა 2021 წელს „ლევადიას“ შემადგენლობაში ოქროს მედლები მოიპოვა, ხოლო 2022 წელს სუპერთასს დაეუფლა. მანამდე, მან „ფლორას“ მაისურით ესტონეთის მეისტრილიგაში 4-ჯერ გაიმარჯვა, ხოლო თასი 3-ჯერ აიღო.
ლაშა თაბაგარი





