მესი: „რაც არგენტინის ნაკრებმა გააკეთა სიგიჟეა“

0
1

არგენტინის ნაკრების კაპიტანმა ლიონელ მესიმ მსოფლიო ჩემპიონატის 1/8-ფინალში ეგვიპტესთან 3:2 გამარჯვებას სიგიჟე უწოდა.
„შემდეგ რაუნდში გასვლის გამო საუცხოო შეგრძნება მაქვს. ძალიან რთული იყო. ჩვენ კვლავ დავიტანჯეთ, მაგრამ ეს მსოფლიო ჩემპიონატია, სადაც თამაში ყოველთვის რთულია. ჩვენი გუნდი არასოდეს ნებდება და ბოლომდე იბრძვის. ის რაც დღეს არგენტინის ნაკრებმა გააკეთა სიგიჟეა.
ძალიან გავბრაზდი, რომ პენალტი ისევ ვერ გავიტანე. იმ მომენტში რომ გამეტანა, მატჩის მსვლელობა შეიცვლებოდა. საბედნიეროდ, ბოლოს თავის გამოჩენის შანსი მქონდა და გამოვიყენე.
რაღაც განსაკუთრებულია, როდესაც შანსი გაქვს გუნდს მომხდარის შემდეგ დაეხმარო. ეს იყო სიხარული, შემსუბუქება, რადგან ბრძოლის გაგრძელება გვსურდა. ეს ცრემლები მატჩში მომხდარს და ჩვენს მიერ გაწეულ სამუშაოს უკავშირდება“ – იუწყება არგენტინული მედია მესის ნათქვამს, რომელმაც თამაშის შემდეგ ცრემლები ვერ შეიკავა.
მესიმ მუნდიალებზე თავისი მე-8 გოლი გაიტანა და პირადი რეკორდი გააუმჯობესა. ის საუკეთესო ბომბარდირთა დავაში ლიდერობს. მან მსოფლიო პირველობებზე  21-ე გოლი შეაგდო და თავისივე რეკორდი გააუმჯობესა.
მესი პირველი ფეხბურთელია, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატების პლეი-ოფში ზედიზედ ექვს მატჩში გაიტანა. მესიმ მუნდიალების ისტორიაში ყველაზე მეტი 9 საგოლე პასი გააკეთა და თანამემამულე აწ გარდაცვლილ ლეგენდარულ მარადონას გაასწრო. ლიონელმა საგოლე გადაცემები ექვს მუნდიალზე შეასრულა, რაც მანამდე ვერავინ შეძლო. მან სანაკრებო დონეზე 125-ე გოლი მიითვალა, ხოლო კარიერაში – 919-ე.
არგენტინა 1/4-ფინალში შვეუცარიას დაუპირისპირდება. მატჩი 12 ივლისს თბილისის დროით დილის 5 საათზე დაიწყება.
ლაშა თაბაგარი