„ბენფიკამ“ ახალგაზრდა ჩეხი დაიმატა

0
71

ლისაბონის „ბენფიკამ“ პრაღის „სლავიადან“ მცველი დავიდ იურასეკი შეიძინა. 22 წლის ჩეხმა ფეხბურთელმა ლისაბონურ გრანდთან კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდე გააფორმა. მის სანაცვლოდ პრაღელებმა 14 მილიონი ევრო მიიღეს.
2022-2023 წლების სეზონში იურასეკმა „სლავიას“ შემადგენლობაში ყველა ტურნირში ჩატარებულ 45 მატჩში 2 ბურთი გაიტანა და 13 საგოლე პასი გააკეთა.
მას ჩეხეთის ეროვნულ ნაკრებში დებიუტი წელს ჰქონდა და 3-ჯერ ითამაშა.