ლონდონის „ჩელსიმ“ კოტდივუარის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი დატრო ფოფანა ერთი წლით ბერლინის „უინიონში“ გაანათხოვრა.
ინგლისურმა კლუბმა 20 წლის ფეხბურთელი მიმდინარე წლის ზამთარში ნორვეგიის „მიოლდედან“ 12 მილიონ გირვანქა სტერლინგად შეიძინა. აფრიკელისთვის მიოლდე პირველი ევროპული გუნდი იყო და მან ნორვეგიის ჩემპიონატთან ერთად, თასიც მოიგო. ფოფანამ „ჩელსიში“ ყველა ტურნირში 4-ჯერ ითამაშა და გოლი არ გაუტანია.
2022-2023 წლების სეზონი „უნიონმა“ გერმანიის ბუნდესლიგაში მე-4 ადგილი დაიკავა და არსებობის ისტორიაში პირველად ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს.





