„ნაპოლის“ პრეზიდენტის აურელიო დე ლაურენტისი გარანტიას იძლევა, რომ ნიგერიელი თავდამსხმელი ვიქტორ ოსიმენი მომდევნო სეზონშიც მისი გუნდის ღირსებას დაიცავს.
„ოსიმენს მომავალ სეზონშიც ჩვენი მაისურით ვნახავთ. ეს ნამდვილად ასეა. თუმცა, თუ მის თაობაზე ძალიან კარგი ფინანსური წინადადებით მოგვმართავენ, მაშინ სხვა დიად ტალანტს მოვძებნით როგორც თავის დროზე კვარაცხელიას ან იმავე ოსიმენის შემთხვევაში გავაკეთეთ“ – იუწყება დე ლაურენტისის ნათქვამს იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო.
გასულ სეზონში, ოსიმენმა „ნაპოლის“ შემადგენლობაში ყველა ტურნირში ჩატარებულ 39 მატჩში 31 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი გააკეთა. მას ნეაპოლელებთან კონტრაქტი 2025 წლამდე აკავშირებს.





