„ბარსელონას“ ახალი კაპიტნის ვინაობა ცნობილია

0
70

„ბარსელონას“ ახალი კაპიტნის ვინაობა ცნობილია. სერხიო ბუსკეტსის გუნდიდან წასვლის შემდეგ კატალონიელთა კაპიტნის სამკლავურს სერხი რობერტო მოირგებს. ხავის ხელმძღვანელობით ბარსელონელებმა ახალი სეზონისთვის მზადება დღეს განაახლეს და კაპიტნის ვინეობაც გაირკვა.
„პირველი დღე კაპიტნის რანგში“ – ასეთი წარწერა აქვს „ბარსელონას“ პრესსამსახურის მიერ გამოქვეყნებულ სერხი რობერტოს ფოტოს.
31 წლის ფეხბურთელი „ბარსელონას“ აღზრდილია და პირველ გუნდში 2010 წლიდან გამოდის. მან ყველა ტურნირში ჩატარებულ 349 მატჩში 16 გოლი გაიტანა და 40 საგოლე პასი გააკეთა.
მის გარდა კაპიტნობის პრეტენდენტები გერმანელი მეკარე მარკ-ანდრე ტერ შეტეგენი და ფრანგი გარემარბი უსმან დემბელე იყვნენ.