ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის „დინამოს“ მეტოქემ ყაზახეთის „ასტანამ“ ნახევარმცველი სტიპე ლონჩარი დაიმატა.
Meta-ratings.kz-ს ინფორმაციიტ, ყაზახურმა კლუბმა ბოსნიის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი იჯარით უნგრეთის ჩემპიონ „ფერენცვაროშიდან“ აიყვანა. გასულ სეზონში ლონჩარი ბელგიის „კორტრაიკში“ განათხოვრების წესით თამაშობდა და 22 მატჩში 1 საგოლე პასი გააკეთა.
26 წლის ბალკანელი „ასტანას“ 11 ივლისს შეუერთდება. ასტანელები „დინამოს“ 12 ივლისს უმასპინძლებენ, ხოლო საპასუხო შეხვედრა თბილისში 19 ივლისს ჩატარდება.





