ეროვნული ლიგა 2-ის ლიდერს უკრაინელი გაწვრთნის

0
93

კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის ლიდერ საგარეჯოს „გარეჯს“ უკრაინელი დენის ხომუტოვი გაწვრთნის. ამის შესახებ საგარეჯოელთა პრესსამსახური იუწყება.
43 წლის ხომუტოვისთვის ქართული ფეხბურთი უცხო ნამდვილად არაა. ის 2017 წლის აგვისტოდან 2018 წლის დეკემბრამდე მუშაობდა.
გარდა ამისა, უკრაინელი სპეციალისტი 2018 წლის იანვრიდან 2019 წლის ივნისამდე „თელავს“ ავარჯიშებდა.
ხომუტოვი ბოლოს უკრაინის რანგით მესამე ლიგის „ჩაიკას“ თავკაცობდა  – 2021 წლის ოქტომბრიდან 2022 წლის დეკემბრამდე.
ლაშა თაბაგარი