თბილისის „დინამოს“ ყოფილი თავდამსხმელი ლევან კუტალია კარიერას სომხეთში გააგრძელებს. 33 წლის ფეხბურთელი ერევნის „ალაშკერტში“ ითამაშებს, რომელმაც გასულ სეზონში ჩემპიონატში მეორე ადგილი დაიკავა და კონფერენს ლიგის საგზური მოიპოვა.
კუტალიამ გასული სეზონი ისრაელის უმაღლესი ლიგის კლუბ თელ-ავივის „ნეს ციონაში“ გამოდიოდა, სადაც 24 მატჩში 5 გოლი გაიტანა. გარდა ამისა, ის კარიერის განმავლობაში “ზუგდიდში”, ბოსნიის “სლავიასა” და “ზრინსკიში”, “ზესტაფონში”, “შუქურაში”, მარტვილის “მერანში”, “ოდიშში”, “ტორპედოში”, თბილისის “დინამოში”, ყაზახურ “ირტიშში”, თელ-ავივის “ჰაპოელში” და “ჰაპოელ უმ ალ-ფამში” თამაშობდა.
კუტალია 2019 წელს „დინამოს“ მაისურით გატანილი 20 ქულით კრისტალბეთ ეროვნული ლიგის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.





