სლავენ ბილიჩი სამწვრთნელო კარიერას საუდის არაბეთის „ალ ფატეჰში“ გააგრძელებს.
54 წლის ხორვატმა სპეციალისტმა „ალ ფატეჰის“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე ბერძენი იორგიოს დონისი შეცვალა.
ბილიჩი ბოლოს ინგლისის „უოტფორდში“ მუშაობდა, რომლიდან 2023 წლის მარტში დაითხოვეს. მანამდე, ის სპლიტის „ჰაიდუკს“, ხორვატიის ეროვნულ ნაკრებს, მოსკოვის „ლოკომოტივს“, თურქეთის „ბეშიქთაშს“, ინგლისის „ვესტ ჰემს“, საუდის არაბეთის „ალ იტიჰადს“, ინგლისის „ვესტ ბრომვიჩს“ და ჩინეთის „ბეიძინ გოანს“ ავარჯიშებდა.




