ინგლისმა 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი მოიგო – ტრაფორდის გმირობა

0
72

საქართველოსა და რუმინეთში გამართული ევროპის ჩემპიონატი 21 წლამდე ფეხბურთელებს შორის, ინგლისელთა გამარჯვებით დასრულდა. ფინალში, რომელიც ბათუმის არენაზე შედგა ბრიტანელებმა დრამატულ ორთაბრძოლაში ესპანელი თანატოლები მინიმალური ანგარიშით დაამარცხეს. ინგლისის ნაკრებმა 1984 წლის შემდეგ ევროპის ჩემპიონატი პირველად მოიგო, ხოლო საერთო ჯამში მესამედ,. ბრიტანელებმა ტურნირი ისე განვლეს, რომ გოლი არ გაუშვიათ. მსგავსი რამ 1998 წლის მერე პირველად მოხდა და მაშინ, ევროპის ჩემპიონი ესპანეთი გახდა. ამასთანავე, ინგლისელებმა ყველა თამაშში ძირითად დროში გაიმარჯვეს.
პირველი ტაიმის 44-ე წუთზე ინგლისელმა ფეხბურთელმა მარცხენა ფლანგიდან ჯარიმის შესრულების დროს მეტოქის საჯარიმოში ლევი კოლვილი მოძებნა, რომლის თავურის შემდეგ ბურთი გვერდით ძელს მოხვდა.
მსაჯის მიერ ტაიმისთვის დამატებულ მე-4 წუთზე კოულ პალმერის საჯარიმო დარტყმის შემდეგ ბურთი ზურგში ესპანელთა ცოცხალ კედელთან ახლოს მდგომ კერტის ჯონსს მოხვდა, რის გამო მიმართულება შეიცვალა და კარის ბადეში აღმოჩნდა – 1:0.
კოლვილმა გოლის აღნიშვნის დროს ესპანელთა სათადარიგოთა სკამთან პროვოკაციულად ჩაირბინა, რასაც პირენელთა მძაფრი რეაქცია მოჰყვა და ორივე გუნდის ფეხბურთელებს შორის ჩხუბი ატყდა. კონფლიქტში, რომელიც მალე დასრულდა სამწვრთნელო შტაბის წევრებიც მონაწილეობდნენ.
საბოლოოდ. ყველაფერი იმით დასრულდა, რომ მსაჯმა ყვითელი ბარათი კოლვილს და სანსეტს აჩვენა, ხოლო ესპანელთა მთავარი მწვრთნელი სანტიაგო დენიას თანაშემწე და ინგლისელთა თავკაც ლი კარსლის ასისტენტი ცნობილი ინგლისელი ფეხბურთელი ეშლი კოული გააძევა.
მეორა ტაიმში ინგლისმაც და ესპანეთმაც თითო გოლი გაიტანეს, რომლებიც გაუქმდა, რადგან თამაშგარე მდგომარება დაფიქსირდა.
გარდა ამისა, ჯონსს დუბლის შესრულების შანსი ჰქონდა, როდესაც გრძელი რეიდი განახორციელა და საჯარიმოში შესულმა სახიფათოდ დაარტყა, მაგრამ მეკარემ კუთხეში გაგზავნილი ბურთი მოიგერია.
თავის მხრივ, ანგარიშის გათანაბრების რეალური შანსი აბელ რუისს ჰქონდა, როდესაც პარტნიორის პასის მერე მეტოქის საჯარიმოში მყოფმა თავით დაარტყა და ბურთი კარს სანტიმეტრებით აცდა.
შეხვედრის მიწურულს ესპანელებმა ზეწოლა გააძლიერეს და დიდი ტერიტორიული უპირატესობა ჰქონდათ, თუმცა, გოლი ვერ გაიტანეს. პირიქით კინაღამ ინგლისმა გაზარდა უპირატესობა, როდესაც კონტრშეტევის დროს მადუეკეს დარტყმის მერე, ესპანელთა გოლკიპერმა ფეხით ბურთი ცარიელი კარიდან გამოიტანა.
მატჩის ბოლო წუთზე კოლვოლთან ორთაბრძოლის დროს აბელ რუისი მეტოქის საჯარიმოში დაეცა და საკმაო ხანი არ წამოდგა. მსაჯმა ეს ეპიზოდი რეფერის ვიდეოსისტენტთან გადაამოწმა და პენალტი დანიშნა. აბელ რუისმა პენალტი თავად შეასრულა და მეკარემ მისი დარტყმული ბურთი მოიგერია და ასევე დამატებაზე გილას არ გაატანინა.
21-წლამდელთა ტრიუმფსს თვალი ინგლისის ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა გარეთ საუთგეიტმა ადევნა.
ევროპის პირველობის საუკეთესო ფეხბურთელად ინგლისელი ფორვარდი ენტონი გორდონი დაასახელეს,
ტურნირის საუკეთესსო ბომბარდირები ესპანელები აბელ რუისი და სსერხიო გომესი, ასევე უკრაინელი სუდაკოვი.
გამარჯვებული გუნდი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა, უეფას გენერალური მდივნის თანაშემწე ჯორჯო მარკეტიმ და ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის თავკაცმა ენტონი რუბიალესმა დააჯილდოვეს.
აღსანიშნავია, რომ ინგლისელებს საქართველოში ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობა კარგად აქვთ დაცდილი, რადგან 2017 წელს 19-წლამდელთა ტურნირი მოიგეს.

ინგლისი – ესპანეთი 1:0 (1:0)
8 ივლისი. ბათუმი. “ბათუმი არენა”. 18000 მაყურებელი.
ინგლისი: ტრაფორდი, აარონსი, ჰერვუდ-ბელისი, კოლუილი, გარნერი, ა. გომესი (სკიპი, 73), ჯონსი, სმიტ-როუ (მადუეკე, 66), გიბს-უაითი (არჩერი, 73), პალმერი (ელიოტი, 82), გორდონი (დოილი, 82.).
მთავარი მსაჯი: ლი კარსლი.
ესპანეთი: ტენასი, ვიქტორ გომესი (ბარენეჩეა, 73), პარედსი, პაჩეკო, მირანდა, ბლანკო (კამელო, 83), ალექს ბეანა (ოროსო, 59), სანსეტი (გაბრი ვეიგა, 59), როდრი (რიკელმე, 59), აბელ რუიზი, სერხიო გომესი.
მთავარი მსაჯი: სანტიაგო დენია.
გოლი: 1:0 ჯონსი (45+4)
გამოუყენებელი პენალტი: აბელ რუისი (90+6)
გაფრთხილება: გომესი (24). ალექს ბაენა (34). ბლანკო (37). კოლვილი (45+6). სანსეტი (45+6). გიბს-უაითი (70). ტრაფორდი (73), ბლანკო (90+10), გიბს-ვაითი (90+11).
გაძევება: ბლანკო (90+10), გიბსა-ვაითი (90+11)
მთავარი მსაჯი: ესპენ ესკასი (ნორვეგია)

ლაშა თაბაგარი