თბილისის “დინამომ” ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ყაზახეთის “ასტანასთან” მატჩამდე 2 აფრიკელი ფეხბურთელი დაიმატა.
20 წლის კამერუნელი ჯოზეფ აიენჯოკი საყრდენი ნახევარმცველი, რომელსაც თავისი ქვეყნის ასაკობრივ ნაკრებებში უთამაშია. ის ბოლოს სამშობლოში, „უნიონ დუალაში“ გამოდიოდა.
21 წლის კოტ დივუარელი გარემარბი მუსა ბაბა სანგარე გახლავთ, რომელიც ბოლოს სლოვაკურ „პოდბრეზოვაში“ თამაშობდა.
ჩემპიონთა ლიგაში თბილისის “დინამოს” განაცხადში შემდეგ ფეხბურთელები მოხვდნენ:
მეკარეები: გიორგი ლორია, დავით კერესელიძე, ლუკა კუტალაძე, მიხეილ მაქაცარია.
მცველები: ნიკოლოზ მალი, ალექსანდრეს კალანდაძე, ჯემალ ტაბიძე, თემურ გოგნაძე, ლუკა ლაქვეხელიანი, დავით კობოური, გაგი მარგველაშვილი.
ნახევარმცველები: ანზორ მექვაბიშვილი, ჯოზეფ აიენჯოკი, გიორგი მოისწრაფიშვილი, იმრან ულად ომარი, ოთარ აფციაური, გიორგი ხარაიშვილი, ლევან ოსიყმაშვილი.
თავდამსხმელები: დავით სხირტლაძე, ზორან მარუშიჩი, ბარნს ოსეი, უსმანე კამარა, მუსა ბაბა სანგარე.
გია ჭიაბრიშვილის გუნდი პირველ თამაშს სტუმრად 12 ივლისს “ასტანაში” ჩაატარებს, ხოლო საპასუხო შეხვედრა 19 ივლისს თბილისში ბორის პაიჭაძის სახელობის “დინამო არენაზე” შედგება.





