დე ხეა „მანჩესტერ იუნაიტედიდან“ წავიდა

0
62

დავიდ დე ხეა „მანჩესტერ იუნაიტედიდან“ წავიდა, რის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში გაავრცელა.
32 წლის ესპანელ მეკარეს ინგლისურ გრნდთან კონტრაქტი მიმდინარე წლის 30 ივნისს ამოეწურა და კლუბი თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა.
„მანჩესტერ იუნაიტედმა“ დე ხეა 2011 წელს მადრიდის „ატლეტიკოდან“ 25 მილიონ ევროდ იყიდა. ესპანეთის ეროვნული ნაკრების მეკარემ მანჩესტერელთა მაისურით ყველა ტურნირში 545 მატჩი ჩაატარა.
მან ინგლისურ გუნდში 8 ტიტული მოიგო: ინგლისის პრემიერლიგა, ინგლისის თასი, 2-ჯერ ინგლისის ლიგის თასი, 3-ჯერ ინგლისის სუპერთასი და ევროპა ლიგა.