დეილი ბლინდი ლა ლიგაში ითამაშებს

0
23

ნიდერლანდების ეროვნული ნაკრების მცველი დეილი ბლინდი კარიერას ესპანეთის ლა ლიგაში გააგრძელებს.
33 წლის ფეხბურთელმა „ჟირონასთან“ კონტრაქტი 2025 წლის ივნისამდე გააფორმა. მას ივნისის ბოლოს მიუნხენის „ბაიერნთან“ კონტრაქტი ამოეწურა და ახალ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეურთდა. ბლინდი „ბაიერნს“ 2023 წლის იანვარში შეუერთდა და გერმანულ გრანდში მხოლოდ 5-ჯერ ითამაშა.
მანამდე, ის „აიაქსში“, „გრონინგენში“ და „მანჩესტერ იუნაიტედში“ გამოდიოდა.