თორნიკე ახვლედიანი კარიერას კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ერთ-ერთ აუტსაიდერ „სამტრედიაში“ გააგრძელებს.
23 წლის თავდამსხმელი ბოლო სამი სეზონი ქუთაისის „ტორპედოში“ გამოდიოდა და 46 მატჩში 12 გოლი გაიტანა.
მან კარიერა „გაგრაში“ დაიწყო, რომლის შემადგენლობაში კრისტალბეთ ეროვნულ ლიგა 2-ში 6-ჯერ ითამაშა. ამის შემდეგ, ახვლედიანი 2 სეზონი თბილისის „დინამოში“ გამოდიოდა, რომელშიც 33-ჯერ ითამაშა და მეტოქის კარი 9-ჯერ აიღო.





