“თელავმა”, რომელსაც გიორგი მიქაძე წვრთნის, 14 ფეხბურთელი დაითხოვა. ამის შესახებ კლუბის პრესსამსახური იუწყება:
“გაცნობებთ, რომ საფეხბურთო კლუბი “თელავი” 14 ფეხბურთელს დაემშვიდობა. ბოგდან ბეზკროვნიმ, თორნიკე დუნდუამ, ზურაბ გიგაშვილმა, ნიკოლოზ ნოზაძემ, ვიქტორ ვიერა ვიტინიომ, ნიკოლოზ ყიფიანმა, რიჩარდ კულე მბომბომ, ლაშა კოხრეიძემ, ლაშა ქოჩლაძემ, ალფონს კოჯომ, გიორგი ომარაშვილმა, გიორგი ილურიძემ, ალექს კრისტიან ჯუნიორმა და გურამ ყაველაშვილმა გუნდი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე დატოვეს.
აქვე გეტყვით იმასაც, რომ ზურაბ გიგაშვილი კარიერას მონტენეგროში, დონია გორიცას “ოფკ მლადოსტში” გააგრძელებს, ვიტინიო და ნიკა ყიფიანი ბათუმის “დინამოში” ითამაშებენ, ხოლო ნიკა ნოზაძე ბოლნისის “სიონში” გადავიდა.
ჩვენი კლუბი მადლობას უხდის ზემოხსენებულ ფეხბურთელებს გვერდში დგომისთვის და გაწეული სამსახურისთვის”.





