ფიფა/კოკა-კოლას ივნისის თვის რეიტინგში საქართველოს ეროვნული ნაკრები 78-ე პოზიციაზეა.
ფრანგი ვილი სანიოლის გაწვრთნილი გუნდი აპრილის თვესთან შედარებით, როდესაც ბოლო რეიტინგი გამოქვეყნდა, ერთი პოზიციით დაქვეითდა.
ევრო 2024-სი შესარჩევ ციკლში A ჯგუფში საქართველოს ნაკრების მეტოქეებს რაც შეეხება, ესპანეთი მე-10 ადგილზეა, შოტლანდია – 30-ე, ნორვეგია – 44-ე, ხოლო კვიპროსი – 118-ე. შეგახსენებთ, რომ ჯგუფის ლიდერი შოტლანდიაა 12 ქულით, ხოლო საქართველოს ნაკრები 4 ქულით მეორე ადგილზეა.
რეიტინგს მსოფლიო ჩემპიონი არგენტინა ლიდერობს, მეორე ადგილზე ვიცეჩემპიონი საფრანგეთია, მესამეზე კი – ბრაზილია.
ლაშა თაბაგარი





