გიორგი ლორია თბილისის “დინამოში” დაბრუნდა. ამის შესახებ საქართველოს მოქმედი ჩემპიონის პრესსამსახური იუწყება:
“გიორგი ლორია “დინამო თბილისში” დაბრუნდა. საქართველოს ნაკრების გოლკიპერმა თავის მშობლიუ კლუბთან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა.
გიორგი ლორია “დინამოს” აღზრდილია და დედაქალაქურ გუნდში 2006 წლიდან 2014 წლამდე ასპარეზობდა, რა დროსაც 224 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.
გიორგი ლორიამ დინამოს შემდეგ ბერძნულ ოფიში და “ოლიმპიაკოსში”, რუსეთის “კრილია სოვეტოვსა” და “ანჟიში”, გერმანულ “მაგდებურგში” და კვიპროსულ “ანორთოსისში” ასპარეზობდა. ეროვნულ ნაკრებში კი გოლკიპერმა 77 მატჩი ჩაატარა. ლორია “დინამოში” 17 ნომრიანი მაისურით იასპარეზებს”.




