„ბარსელონას“ ყოფილი კაპიტანი სერხიო ბუსკეტსი MLS-ის ბინადარ „ინტერ მაიამიში“ ითამაშებს. ამის შესახებ ამერიკული კლუბის პრესსამსახური იუწყება.
34 წლის ესპანელი ნახევარმცველი მაიამელებს 1 ივლისს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება, როდესაც კატალონიელებთან კონტრაქტი ამოეწურება/
ბუსკეტსი „ბარსელონაში“ 2005 წლიდან გამოდიოდა და ყველა ტურნირში ჩატარებულ 722 მატჩში 18 გოლი გაიტანა, პლუს 45 საგოლე პასი გააკეთა.
ის „ინტერ მაიამიში“ ლიონელ მესის თანაგუნდელი იქნება, რომელთან ერთად „ბარსელონაში“ 2005-2021 წლებში გამოდიოდა.





