ქუთაისოს „ტორპედო“ კიდევ ერთმა ფეხბურთელმა დატოვა. კლუბის პრესსამსახურის ინფორმაციით, 25 წლის ნახევარმცველთან კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე შეწყდა.
სამურკასოვი „ტორპედოში“ მიმდინარე წლის იანვარში ჩაირიცხა. მან გასული სეზონის პირველი ნახევარი საბერძნეთის რანგით მეორე ლიგის „ეპისკოპში“ გაატარა და ქუთაისელებს ამის შემდეგ შეუერთდა. მანამდე, სამურკასოვი 9 სეზონის განმავლობაში თბილისის „ლოკომოტივში“ გამოდიოდა.
ლაშა თაბაგარი





