„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ განვლილ სეზონში გაწეული სამუშაოსთვის მიღებული პრემიალური თანხა კლუბის პერსონალს დაურიგა. ამის შესახებ Daily Mail იუწყება.
თანხის რაოდენობა არ ხმაურდება, მაგრამ ცნობილია, რომ მისი რაოდენობა დაახლოებით 880000 ევროა.
გვარდიოლას ხელმძღვანელობით „სიტიმ“ განვლილ სეზონში ინგლისის პრემიერლიგა, ინგლისის ასოციაციის თასი და ჩემპიონთა ლიგა მოიგო.





