„ვალენსიას“ მთავარმა მწვრთნელმა რუბენ ბარახამ კლუბთან ახაალი კონტრაქტი გააფორმა.
47 წლის სპეციალიასტმა „ღამურებს“ თავისი ბედი 2027 წლამდე დაუკავშირა. ის „ვალენსიას“ 2023 წლის თებერვლიდან წვრთნიდა და გუნდს ესპანეთის ლა ლიგაში ადგილი შეუნარჩუნა.
ის „ვალენსიაში“ 2000-2010 წლებში თამაშობდა და გუნდთან ერთად ორჯერ ესპანეთის ჩემპიონატი მოიგო, ხოლო ერთხელ უეფას თასი.
საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილი „ვალენსიას“ ერთადერთი ფეხბურთელია, რომელიც 38 შეხვედრა ჩაატარა. მან გუნდის ლეგენდის მეკარე სანტიაგო კანისარესის მიღწევა გაიმეორა, რომელმაც იმავე 1998-1999 წლების სეზონში მოახერხა.
მამარდაშვილმა განვლილ სეზონში 45 გოლი გაუშვა და კარი „მშრალად“ 3-ჯერ შეინახა. საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე სეზონის მსვლელობისას ტურის საუკეთესო გოლკიპერად 3-ჯერ დაასახელეს და ამდენჯერვე ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. გარდა ამისა, მისი მოგერიება 2-ჯერ ტურში საუკეთესოდ აღიარეს.
ლაშა თაბაგარი





