ზლატკო დალიჩი: „ეს გამარჯვება ხორვატიისთვის ერთ-ერთი მთავარია“

0
86

ხორვატიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ზლატკო დალიჩმა როტერდამში გაამრთულ ერთა ლიგის ნახევარფინალში ნიდერლანდებთან 4:2 გამარჯვებას ერთ-ერთი მთავარი უწოდა.
„ბიჭებს ვულოცავ. ეს გამარჯვება მთელ ხორვატიას ეკუთვნის. ნიდერლანდების დამარცხება მის მოედანზე 4:2 დიდი მიღწევაა. ჩვენ მორიგი მედალი გვექნება, რომელიც დავიმსახურეთ.
ხორვატიის ნაკრებისთვის ეს გამარჯვება ერთ-ერთი მთავარია. ჩვენ ნიდერლანდები მის სტადიონზე მაშინ დავამარცხეთ, როდესაც ჯერ გოლი პირველებმა გავუშვით, ხოლო შემდეგ მეტოქემ ანგარიში 96-ე წუთზე გაათანაბრა. ეს გარკვეულწილად ისტორიული გამარჯვებაა.
ფინალში მეტოქე ვინ გვეყოლება მნიშვნელობა არ აქვს, მნიშვნელოვანი მხოლოდ ხორვატიაა. ჩვენ ოქროსთვის ვიბრძოლებთ. ეს ერთადერთი რაც გვაკლია. ვერცხლი და ბრინჯაო გვაქვს, ხოლო ახლა გვინდა ოქრო ავიღოთ, რომელიც არ გვყოფნის“ – იუწყება დალიჩის ნათქვამს უეფას ვებგვერდი.
ლაშა თაბაგარი