პეპ გვარდიოლას თქმით, ჩემპიონთა ლიგის მოგება ურთულესია. „მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა ამის შესახებ სტამბოლში გამართულ ფინალში მილანის „ინტერთან“ 1:0 გამარჯვების შემდეგ განაცხადა.
„დაღლილი, მშვიდი და კმაყოფილი ვარ. ამ ოხერი ჯილდოს მოგება ძალიან რთულია! „ინტერი“ მართლაც კარგი გუნდია, შესვენებაზე მოთამაშეებს ვუთხარი რომ მოეთმინათ. თქვენ უნდა გაგიმართლოთ. ეს ტურნირი მონეტის აგდებასავითაა. ვფიქრობ, ზეცაში გადაწყდა, რომ ეს ჯილდო ჩვენი უნდა ყოფილიყო.
ჩვენი საუკთესო თამაში არ გვიჩვენებია. მომავალ სეზონზე ფიქრისთვის ძალა არ მაქვს. დასვენება გვჭირდება, რადგან ძალიან გრძელი სეზონი იყო. ორშაბათს მანჩეტერში აღლუმი ჩატარდება. ასეთი კონკურენციის პირობებში ტრებლის მოგება ურთულესია.
„რეალო“ ფრთხილად იყავი, ჩვენ 13 ტიტულით ჩამოგრჩებით, მაგრამ ზურგში მოგყვებით. ჩვენ უკვე გზასი ვართ. თუ ცოტა ჩაგეძინებათ, დაგიჭერთ.
ჩემთვის პატივია ალექს ფერგიუსონის მიღწევის გამეორება. დღეს დილას მისგან შეტყობინება მივიღე და ძალიან მესიამოვნა.
მთელი მსოფლიო ამბობდა, რომ ამას ვერ გავაკეთებდით, რადგან საკმარისად კარგი გუნდი არ გვყავს. შესაძლოა, საკამრისად ნიჭიერად არ მიმიჩნევდნენ. ჩემი აზრით უდიდეს საქმეს ვაკეთებდით. მე კარგი ვარ, მაგრამ არასაკმარისად კარგი ვარ, რომ ყოველ სეზონში ჩემპიონთა ლიგა მოვიგო, მით უმეტეს – ტრებლი. ჩემპიონთა ლიგა იმისთვის მომწონს, რომ ისტორიას ქმნის. თუმცა, ახლა სათანადოდ დააფასეთ ჩემს მიერ ბოლო 6 წელიწადში პრემიერლიგის 5-ჯერ მოგება“ – იუწყება ინგლისური მედია ესპანელი სპეციალისტის ნათქვამს, რომელმაც „სიტის“ არსებობის ისტორიაში პირველად ჩემპიონთა ლიგა მოაგებინა, ხოლო თავად მწვრთნელის რანგში საპატიო ჯილდოს მესამედ დაეუფლა.
ლაშა თაბაგარი




