ქარიმ ბენზემა: „საუდის არაბეთში თამაში კარიერის დასრულებას არ ნიშნავს“

0
26

ქარიმ ბენზემას განცხადებით, საუდის არაბეთში სათამაშოდ წასვლა კარიერის დასრულებას არ ნიშნავს. ამის შესახებ მადრიდის „რეალის“ ყოფილმა თავდამსხმელმა „ალ ჰილალთან“ 2-წლიანი კონტრაქტის გაფორმების შემდეგ განაცხადა.
„კრიშტიანუ რონალდუ უკვე აქაა. ის ჩემი მეგობარია და მიხარია, რომ საუდის არაბეთშია. ეს აჩვენებს, რომ საუდის არაბეთი მსოფლიო დონეზე იზრდება.
საუდის ლიგაში რამდენიმე ხმაურიანი სახელი უკვე არის: პირველ ყოვლისა კრიშტიანუ რონალდუ, ხოლო ახლა – მე. ეს იმისთვისაა, რომ საუდის არაბეთის ფეხბურთი წინ წავიდეს და მსოფლიოს მასშტაბით გავლენა ჰქონდეს.
საუდის არაბეთში თამაში კარიერის დასრულებას არ ნიშნავს. პირიქით, უნდა მოვინდომო და ვაჩვენო, რომ რაც ევროპაში გავაკეთე, იმავე შემიძლია საუდის არაბეთში ვაჩვენო. ბოლოს და ბოლოს. იქ იმისთვის მივდივარ, რომ ქვეყანა განვავითარო და დიადი საქმეები ვაკეთო“ – განაცხადა „ალ ჰილალის“ საკლუბო არხთან ბენზემამ, რომელმაც 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და 200 მილიონ ევროს მიიღებს.