მიუნსენის „ბაიერნმა“ ნახევარმცველი კონრად ლაიმერი დაიმატა, რის შესახებ გერმანული გრანდის ოფიციალური ვებგვერდი.
26 წლის ავსტრიელი ფეხბურთელი მიუნხენურ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. მან კონტრაქტი 2027 წლის 30 ივნისამდე გააფორმა. ლაიმერმა 2022-2023 წლების სეზონი „ლაიფციგში“ გაატარა და 29 მატჩში 4 გოლი გაიტანა, პლუს ერთი შედეგიანი პასი გააკეთა.
მან ავსტრიის ეროვნულ გუნდში 26 შეხვედრა გამართა და მეტოქის კარი 2-ჯერ აიღო.



