„ლივერპულმა“ მაკ ალისტერის კონტრაქტი დახურა

0
53

„ლივერპულმა“ არგენტინელი ნახევარმცველი ალექსის მაკ ალისტერი „ბრაიტონოდან“ შეიძინა.
ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, „ლივერპულმა“ გააქტიურა ოფცია, რომელიც მაკ ალისტერის მიერ „ბრაიტონთნ“ დადებულ კონტრაქტში იყო და სამხრეთ ამერიკელის ყიდვა 35 მილიონი გირვანქა სტერლინგი დაუჯდა.
24 წლის მაკ ალისტერმა „ლივერპულში“ სამედიცინო შემოწმება გაიარა და კონტრაქტი 2028 წლის ივნისამდე გააფორმა. ის „ბრაიტონში“ 2019 წლიდან გამოდიოდა და ყველა ტურნირში ჩატარებულ 112 მატჩში 20 გოლი გაიტანა. ის გასული წლის დეკემბერში არგენტინის ნაკრებთან ერთად კატარში მსოფლიო ჩემპიონი გახდა.