დევიდ მოიესი: „ფიორენტინამ“ ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინა“

0
27

ლონდონის „ვესტ ჰემის“ მთავარი მწვრთნელის დევიდ მოიესის განცხადებით, ფლორენციის „ფიორენტინა“ რთული მეტოქეა, რომელმაც მასზე შთაბეჭდილება მოახდინა. შოტლანდიელმა სპეციალისტმა ამის შესახებ დღეს ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში გასამართ კონფერენს ლიგის ფინალამდე პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ევროთასების ფინალი მწვრთნელისთვის ძალიან ამაღელვებელი მოვლენაა. იმედია, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია. ყოველთვის მჯეროდა, რომ საუკეთესო წლები წინაა. ამ მომენტით გარკვეულწილად ვტკბები.
„ფიორენტინამ“ ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინა. მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ეს გუნდი ძალიან კარგ ფეხბურთს აჩვენებს. „ფიორენტინა“ იტალიის თასის ფინალში გავიდა და ეს ფაქტი რაღაცაზე მეტყველებს. რთული მეტოქეა, ისევე როგორც ნებისმიერი იტალიური გუნდი. „ფიორენტინას“ პატივისცემით ვეპყრობით“ – იუწყება მოიესის ნათქვამს უეფას ოფიციალური ვებგვერდი.
პრაღაში კონფერენს ლიგის ფინალი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.
ლაშა თაბაგარი