ანხელ დი მარია ტურინის „იუვენტუსიდან“ წავიდა. ამის შესახებ არგენტინელმა გარეამარბმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა.
35 წლის ფეხბურთელი ტურინულ კლუბში 2022 წლის ზაფხულში გადავიდა. მან იტალიური გუნდის მაისურით ყველა ტურნირში ჩატარებულ 39 მატჩში 8 გოლი გაიტანა.
არგენტინის ეროვნულ მაკრებთან გასულ წელს კატარის მსოფლიო ჩემპიონატის მომგები დი მარია „იუვენტუსამდე“ „როსარიო სენტრალში“, ლისაბონის „ბენფიკაში“, მადრიდის „რეალში“, „მანჩესტერ იუნაიტედში“ და „პარი სენ ჟერმენში“ გამოდიოდა.



