ბათუმის „დინამო“ შესვენებაზე ლიდერად წავიდა

0
60

კრისტალბეთ ეროვნული ლიგაში ომარ თეთრაძის გაწვრთნილი თბილისის „საბურთალოს“ 16-მატჩიანი წაუგებელი სერია სტუმრად ბათუმის „დინამოსთან“ მე-20 ტურში შეწყდა. აღსანიშნავია, რომ დღევანდელ დაპირისპირებამდე თბილისელებმა ჩემპიონატში ბოლო მატჩი ასევე გია გეგუჩაძის შეგირდებთან წააგეს.
მე-14 წუთზე „საბურთალოს“ კონტრშეტევის დროს მალელი შეიკნე სილა ბათუმელთა საჯარიმოში ჩერნოგორიელ მცველ საშა ბალიჩს გაცდა და მეკარესთან პირისპირი გასულმა სუსტად დაარტყა – ბელარუს ანტონ ჩიჩკანს ბურთი ხელებში დაფიქსირება არ გაჭირვებია.
მე-18 წუთზე შეიკნე სილა მასპინძლების საჯარიმოში ცრუ მოძრაობით ბალიჩს გაცდა და პასი არ მისცა უკეთეს პოზიციაზე მყოფ გიზო მამაგეიშვილს, რომელმსაც ბურთი მცველის ფეხიდან მიუვიდა და მისი დარტყმული „დინამოს“ უკანახაზელმა მოიგერია.
კუთხური ლევან ნონიკაშვილმა ჩააწოდა და ჩიჩკანი კარიდან გამოსვლის დროს შეცდა, ხოლო შორეულ ძელთან ბურთს ივა გელაშვილმა მიუსწრო, რომლის პასის მერე შეიკნე სილამ კარის ხაზიდან ანგარიში გახსნა – 0:1.
24-ე წუთზე ბათუმელთა იერიშის დროს სენეგალელი მუსა კონატეს დარტყმის მერე ბურთი მცველს მოხვდა და ბრაზიელი ჯოვანის ფლამარიონს მიუვიდა, რომლის თავური ლაზარე კუპატაძემ გაანეიტრალა, იხსნა რა სტუმრები გოლის გაშვებისგან.
28-ე წუთზე ბათუმელტა კუთხურს ბალიჩის თავური მოჰყვა და კუპატაძემ ისევ დამაჯერებლად ითამაშა.
ცოტა ხანში, ირაკლი ძარია ჩააწოდა კუთხური და კუპატაძემ ამჯერად შორეულ ძელთან მყოფ ფლამარიონს თავით არ გაატანინა.
ტაიმის მიწურულს პაატა ღუდუშაურმა შეტევის მარკვენა ფლანგიდან პასი სტუმართა საჯარიმოში გახსნილ კონატეს გაუკეთა, რომლის თავურის მერე ბურთი კარს მცირე მანძილით აცდა.
მეორე ტაიმის დაწყებიდან ხუთ წუთში შეიკნე სილამ „დინამოს“ ფეხბურთელს ბურთი მისსავე ნახევარზე აართვა და სახიფათოდ დაარტყა – ჩიჩკანმა დამაჯერებლად ითაამაშა.
61-ე წუთზე გიზო მამაგეიშვილმა ბურთი მეტოქის საჯარიმოში ხელსაყრელ მდგომარეობაში მიიღო და ცოტა უკეთესად რომ დაერტყა ანგარიშს გაზრდიდა. 10 წუთში  ვლადიმერ მამუჩაშვილის დარტყმის მერე, „საბურთალოს“ მცველიდან ბურთი მეტოქის საჯარიმოში თორნიკე კაპანაძს მიუვიდა, რომელსაც კუპატაძემ არ გაატანინა.
77-ე წუთზე ღუდუშაურმა მარჯვენა ფლანგიდან ზუსტი პასი გაუკეთა თბილისელტა საჯარიმოში უმეთვალყურეოდ დარჩენილ ფლამარიონს, რომელმაც თავით აუღებლად დაარტყა – 1::1.
ერთ წუთში ფლამარიონს დუბლის შესრულების შანსი ჰქონდა, როდესაც მარჯვნიდან მამუჩაშვილის საჯარიმოში გადაცემის შემდეგ ახლო მანძილიდან ბურთი მიწაზე დაუშვებლად ცუდად დაარტყა.
84-ე წუთზე გიორგი ჯგერენაიამ ძალიან ცუდად დაუბრუნა უკან ბურთი ლაზარე კუპატაძეს, რომელსაც კაპანაძემ დაასწრო და „საბურთალოს“ მეკარემ ბათუმელთა ფორვარდი თავის საჯარიმოში წააქცია. მთავარი მსაჯის ირაკლი კვირიკაშვილის დანიშნული პენალტი ზუსტად მამუჩაშვილმა შეასრულა – 2:1.
ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-2 წუთზე ფლამარიონმა დაახლოებით 22 მეტრიდან საჯარიმო დარტყმა შეასრულა და ბურთი გვერდით ძელს მოხვდა.
„დინამო“ 10-გუნდიან სატურნირო ცხრილს 42 ქულით ლიდერობს, ხოლო „საბურთალო“ 38 ქულით მეორეა.
თბილისის „დინამომ“ „სამტრედია“ მიიღო და 3 უპასუხო ბურთი გაუტანა. 59-ე წუთზე პენალტიდან ანგარიში გიორგი მოისწრაფიშვილმა გახსნა, რომელმაც 86-ე წუთზე დუბლი შეასრულა. ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-4 წუთზე ანზორ მექვაბიშვილს პასის მერე თავი ლაშა ოდიშარიამ გამოიჩინა.
გია ჭიაბრიშვილის თავკაცობით „დინამომ“ 34 ქულა დააგროვა და მეოთხეა, ხოლო ჩრდილოეთ კაპინკოვსკის გაწვრთნილი „სამტრედია“ 11 ქულით ბოლოსწინაა.
კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მომდევნო ტური 5 აგვისტოს გაიმართება.
ლაშა თაბაგარი