„ვალენსიამ“, რომლის კარს გიორგი მამარდაშვილი იცავს, ესპანეთის ლა ლიგაში ადგილი შეინაჩუნა.
ბოლო 38-ე ტურში რუბენ ბარახას გაწვრთნილი გუნდი სტუმრად სევიალიას „ბეტისს“ დაუზავდა – 1:1. მასპინძლებმა ანგარიში შეხვედრის პირველ წუთზე გახსნეს, როდესაც ხუან მირანდას გადაცემის შემდეგ, აიოსო პერესი მცველს გაექცა და მამარდაშვილთან პირისპირ გასულმა ზუსტად დაარტყა.
„ვალენსიამ“ საპასუხო გოლი 71-ე წუთზე გაიტანა – ნიკო გონსალესის კარგი გადაცემის შემდეგ „ბეტისის“ მეკარესთან მარტო დარჩენილმა დიეგო ლოპესმა თავისი შანსი ხელიდან არ გაუშვა.
გამომდინარე იქიდან, რომ პარალელურად მიმდინარე მატჩებში „ვალენსიასთვის“ მისაღები ანგარიშები დაფიქსირდა, „ღამურები“ 42 ქულით 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-16 ადგილზე გავიდნენ. „ელჩესთან“ და „კადისთან“ ერთად, ლა ლიგიდან „ვალიადოლიდი“ გავარდა.
მამარდაშვილი „ვალენსიას“ ერთადერთი ფეხბურთელია, რომელიც 38 შეხვედრა ჩაატარა. მან გუნდის ლეგენდის მეკარე სანტიაგო კანისარესის მიღწევა გაიმეორა, რომელმაც იმავე 1998-1999 წლების სეზონში მოახრხა.
მამარდაშვილმა განვლილ სეზონში 45 გოლი გაუშვა და კარი „მშრალად“ 3-ჯერ შეინახა. საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე სეზონის მსვლელობისას ტურის საუკეთესო გოლკიპერად 3-ჯერ დაასახელეს და ამდენჯერვე ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. გარდა ამისა, მისი მოგერიება 2-ჯერ ტურში საუკეთესოდ აღიარეს.
“ვალენსიასთან” შეხვედრის ბოლო წუთებზე “ბეტისის” 41 წლის ლეგენდა ხოაკინი შეცვალეს, რომელმაც ლა ლიგაში 622-ჯერ ითამაშა. მან კარიერა დაასრულა და მოედნიდან თვალცრემლიანი გავიდა.
ლაშა თაბაგარი



