ბაქოს „ნეფთჩიმ“, რომელშიც საქართველოს ნაკრების მცველი სოლომონ კვერკველია და ნახევარმცველი ვატო არველაძე გამოდიან, სეზონი უტიტულოდ დაასრულა.
აზერბაიჯანის თასის ფინალში ბაქოელები თავის „ბაქსელ არენაზე“ „გაბალას“ დაუპირისპირდნენ და დამატებით დროში დამარცხდნენ.
კვერკველიამ შეუცვლელად ითამაშა და მე-40 წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო, ხოლო არველაძეს სათადარიგოთა სკამზე ჯდომა აკმარეს.
„გაბალადან“ ერთადერთი გოლი 112-ე წუთზე ალიმიმ გაიტანა. „ნეფთჩიმ“ ჩემპიონატში მესამე ადგილი დაიკავა და მომავალ სეზონში კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს.
ლაშა თაბაგარი



