გიუნდოგანმა „სიტის“ ინგლისის თასი მოაგებინა

0
73

პეპ გვარდიოლას გაწვრთნილმა „მანჩესტერ სიტიმ“ მიმდინარე სეზონში თავისი მეორე ტიტული მოიგო. პრემიერლიგაში გამარჯვების შემდეგ, „სიტი“ ინგლისის ასოციაციის თასს დაეუფლა,
„უემბლიზე“ გამართულ მანჩესტერულ დერბიში გვარდიოლას შეგირდებმა ერიკ ტენ ჰაგის გაწვრთნილი „იუნაიტედი“ მინიმალური სხვაობით დაამარცხეს.
მატჩის მე-13 წამზე ანგარიში „სიტის“ ნახევარმცველმა ილკაი გიუნდოგანმა მე-13 წამზე კევინ დე ბრუინის გადაცემის შემდეგ გახსნა. გერმანიის ნაკრების ფეხბურთელმა ინგლისის ასოციაციის თასის ისტორიაში ყველაზე სწრაფი გოლი გაიტანა. მან „ევერტონის“ ექსფორვარდ ლუის საას რეკორდი გააუმჯობესა, რომელმაც 2009 წელს თასის ფინალში „ჩელსის“ კარი 25-ე წამზე აიღო.
33-ე წუთზე ბრუნუ ფერნანდეშმა საპასუხო ბურთი პენალტიდან გაიტანა. 51-ე წუთზე გიუნდგანმა დუბლი დე ბრუინის პასით შეასრულა.
„სიტი“ არსებობის მანძილზე ასოციაციის თასი მეშვიდედ მოიპოვა. გვარდიოლამ ინგლისის ასოციაციის თასი მეორედ აღმართა – პირველად ეს 2018-2019 წლების სეზონში მოახერხა.
მან კარიერაში 34-ე ტიტული მოიპოვა. „სიტიში“ გატარებულ 7 წელიწადში კი მე-13. ის „ბარსელონაში“ 14 ტიტულს დაეუფლა, ხოლო „ბაიერნში“ – შვიდს.
10 ივნისს თურქეთის ქალაქ სტამბოლში გასამართ ჩემპიონთა ლიგის ფინალში “მანჩესტერ სიტი” მილანის “ინტერს” დაუპირისპირდება.
ლაშა თაბაგარი