ოსიმენი სერია A-ს საუკეთესო თავდამსხმელად დაასახელეს

0
29

იტალიის სერია A-ში 2022-2023 წლების სეზონის საუკეთესო მოთამაშეები გამოავლინეს, განვლილ სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი „ნაპოლის“ თავდამსხმელი ხვიჩა კვარაცხელია გახდა, რომელიც კუთვნილ პრიზს, ისევე როგორც საუკეთესო მეკარე, მცველი, ნახევარმცველი, თავდამსხმელი და 23 წლამდე მოთამაშე 3 ივნისს ბოლო ტურში მიიღებს.
მეკარე: ივან პროვედელი („ლაციო“)
მცველი: კიმ მინჯე („ნაპოლი“)
ნახევარმცველი: ნიკოლა ბარელა („ინტერი“)
თავდამსხმელი: ვიქტორ ოსიმენი („ნაპოლი“)
23 წლამდე საუკეთესო მოთამაშე: ნიკოლა ფაჯოლი („იუვენტუსი“).
სეზონის საუკეთესო მოთამაშები Stats Perform-ს გაფართოებული ანალიზის საფუძველზე შეირჩნენ, რომელიც შექმნილია მონაცემების საფუძველზე რაც Hawk-Eye-ის სისტემის დახმარებითაა ჩაწერილი. რეიტინგული სისტემა, რომელიც K-Sport-მა 2010 წელს დააპატენტა და მეცნიერულად დადასტურებულია, არა მხოლოდ სტატისტიკურ და ტექნიკურ მონაცემებს ითვალისწინებს, არამედ, პოზიციურ მონაცემებსაც. ეს ისეთი მნიშვნელოვანი ასპექტების გაანალიზებას იძლევა, როგორიც უბურთოდ მოძრაობა და შესაბამისად ოპტიმალური მოძრაობაა, პოზიციის შერჩევა, გუნდის ტექნიკურ და ფიზიკურ ეფექტურობაში წვლილის შეტანა, რაც შედეგის ობიექტურად და ხარისხიანად შეფასების საშუალებას იძლევა.