ლეგენდარულ იტალიელ მწვრთნელ ფაბიო კაპელოს მიაჩნია, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ 2022-2023 წლების სეზონში იტალიის სერია A-ს საუკეთესო მოთამაშედ დამსახურებულად დაასახელეს..
„არჩევანს ვეთანხმები! ხვიჩა სერია A-ს საუკეთესო მოთამაშედ აბსოლუტურად სამართლიანად დაასახელეს“ – განაცხადა კაპელომ championat.com-ის ჟურნალისტთან საუბარში.
22 წლის კვარაცხელიამ „ნაპოლის“ მაისურით იტალიის ჩემპიონატში ჩატარებულ 33 მატჩში 12 გოლი გაიტანა და 12 საგოლე პასი გააკეთა.
ყველა ტურნირში ჩატარებულ 40 მატჩში 14 გოლი გაიტანა, 14 საგოლე პასი გააკეთა და 4 პენალტი გამოიმუშავა. მან სადებიუტო სეზონში იტალიის სერია A მოიგო, ხოლო მიმდინარე სეზონში თვის საუკეთესო მოთამაშედ 3-ჯერ დაასახელეს.
„სეზონის საუკეთესო მოთამაშე Stats Perform-ს გაფართოებული ანალიზის საფუძველზე შეარჩიეს, რომელიც შექმნილია მონაცემების საფუძველზე რაც Hawk-Eye-ის სისტემის დახმარებითაა ჩაწერილი. რეიტინგული სისტემა, რომელიც K-Sport-მა 2010 წელს დააპატენტა და მეცნიერულად დადასტურებულია, არა მხოლოდ სტატისტიკურ და ტექნიკურ მონაცემებს ითვალისწინებს, არამედ, პოზიციურ მონაცემებსაც. ეს ისეთი მნიშვნელოვანი ასპექტების გაანალიზებას იძლევა, როგორიც უბურთოდ მოძრაობა და შესაბამისად ოპტიმალური მოძრაობაა, პოზიციის შერჩევა, გუნდის ტექნიკურ და ფიზიკურ ეფექტურობაში წვლილის შეტანა, რაც შედეგის ობიექტურად და ხარისხიანად შეფასების საშუალებას იძლევა.
ლაშა თაბაგარი





