“სევილიამ” ევროპა ლიგა მეშვიდედ მოიგო, მოურინიოს პირველი მარცხი

0
60

“სევილიამ” ევროპა ლიგა მეშვოდედ მოიგო. ანდალუსიელები არსებობის ისტორიაში ევროპა ლიგის/უეფას თასის ფინალში მეშვიდედ გავიდნენ და ყველა მატჩი თავის სასრგებლოდ დაასრულეს.
ამჯერად, ხოსე ლუის მენდილიბარის გაწვრთნილი “სევილია” პორტუგალიელი ჟოზე მოურნინოს დამოძღვრილ “რომას” დაუპირისპირდა და გამარჯვებული პენალტების სერიამ გამოავლინა.
მატჩის დასაწყისში “რომას” ანგარიში გახსნის რეალური შანსი ჰქონდა, როდესაც მეტოქის საჯარიმოში უმეთვალყურეოდ დარჩენილმა სპინაცოლამ ხელსაყრელი პოზიციიდან დაარტყა და ბონომ ბურთი მოიგერია.
34-ე წუთზე მანჩინიმ მოედნის ცენტრიდან საუცხოო პასი მისცა სევილიელთა საჯარიმოში გახსნილ დიბალას, რომელმაც ზუსტი დარტყმით იტალიელები დააწინაურა.
“სევილია” რომაელებს პირველად სახიფათოდ ტაიმი მიწურულს დაემუქრა, როცა კუთხურის შემდეგ ფერნანდოს თავური მერე ბურთი კარს გადაცდა.
მეორე ტაიმი მენდილიბარის გუნდმა უფრო აქტიურად დაიწყო და ერთ-ერთი შეტევის დროს შორი მანძილიდან რაკიტიჩის დარტყმის შემდეგ ბურთი გვერდით ძელსაც მოხვდა. 55-ე წუთზე მარჯვნიდან ხესუს ნავასის ჩაწოდების მერე მანჩინიმ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა.
ძირითადი დროის დასრულებას ბევრი არაფერი აკლდა, რომ “რომას” ფეხბურთელის ჩაწოდებული ბურთი “სევილიას” მოთამაშეს თავის საჯარიმოში აშკარად ხელში მოხვდა, მაგრამ ინგლისელმა მსაჯმა ტეილორმა პენალტი არ დანიშნა.
დარჩენილ დროში მეტი გოლი არ გასულა და დამატებითი 15-15-წუთიანი ტაიმები დაინიშნა, რომელშიც მეტოქეებმა თავისი კარი “შმრალად” შეინახეს.
პენალტები “სეილიამ” უკეთესად დაარტყა და 4:2 გაიმარჯვა. ესპანელებიდან თავი ოკამპოსმა, ლამელამ, რაკიტიჩმა და მონტიელიმ გამოიჩიეს. იტალიელებიდან მხოლოდ კრისტანტემ გაიტანა, ხოლო მანჩინის და იბანიეს დარტყმული ბონომ გაანეიტრალა. აღსანიშნავია, რომ მონტიელიმ ბოლო პენალტი შეასრულა და მისი პირველი დარტყმა რუი პატრისიუმ მოიგერია. მაგრამ რადგან პორტუგალიელ მეკარეს ორივეფეხი ხაზზე არ ჰქონდა, თერთმეტმეტრიანი გაამეორეს და სევილიელის დარტყმული ამჯერად ზუსტი აღმოჩნდა.
მენდილიბარმა, რომელიც “სევილიას” მარტიდან ხელმძღვანელობს 29-წლიან კარიერიაში პირველი ტიტული მოიგო.
“სევილიას” ევროსარბიელზე სულ 8 ტიტული აქვს – 7-ჯერ ევროპა ლიგაში გაიმარჯვა, ხოლო ერთხელ ევროპის სუპერთასზე. ანდალუსიელებმა ესპანეთში 7 ჯილდო მოიგეს – ერთხელ ჩემპიონები იყვნენ, 5-ჯერ თასს დაეუფლნენ, ხოლო ერთხელ – სუპერთასს. “სევილია” მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს.
მოურინიომ, რომელიც მთელი მატჩი მსაჯების გადაწყვეტილებით უკმაყოფილი იყო და დამატებით დროში “სევილიას” მოთამაშეებთანაც კი იკამათა, ევროთასზე ზედიზედ 5 ფინალის მოგებისს მერე, პირველად წააგო. სხვათა შორის, დაჯილდოვების ცერემონიალის მერე, მან თავისი მედალი ბუდაპეშტის “პუშკაშ არენაზე” მაყურებლისკენ ისროლა. პორტუგალიელმა თამაშის შემდეგ მანქანების ავტოსადგომზე ფინალის მთავარ მსაჯ ენტონი ტეილორს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
ესპანურმა გუნდებმა ევროპა ლიგა/ უეფას თასი 14-ჯერ მოიგეს, რაც საუკეთესო მაჩვენებელია – ინგლისელებმა და იტალიეელბმა 9-9-ჯერ გაიმარჯვეს, გერმანელებმა – 7-ჯერ. გარდა ამისა, ესპანურმა გუნდებმა ევროთასების ზედიზედ 18 ფინალში სხვა ქვეყნის წარმომადგენლები დაამარცხეს.
ლაშა თაბაგარი