საქართველოს ფუტსალის ლიგის ჩემპიონი ავთანდილ ასათიანი გაწვრთნილი “ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი” გახდა, რომელმაც ფინალუ სერიაში პსპ-ს 3:0 სძლია. ასათიანის შეგირდებმა მეტოქეს პირველი შეხვედრა 3:1 მოუგეს, მეორე 6:1, ხოლო მესამე 2:1.
“ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი” ზაფხულიდან ფუტსალის ჩემპიონთა ლიგაში ითამაშებს, რომელიც ახალი ფორმატით ჩატარდება.
ფინალური სერიის დასრულების შემდეგ განვლილი სეზონის საუკეთესო მოთამაშეები და მწვრთნელი დაასახელეს:
საუკეთესო მეკარე
ბექა ტყემალაძე („ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი“).
საუკეთესო მცველი
შოთა თოფურია („ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი“).
საუკეთესო უნივერსალი
ნიკა კურტანიძე („პეესპე“).
საუკეთესო თავდამხმელი
გიორგი ჩიმაკაძე (თსუ).
საუკეთესო ბომბარდირი
გიორგი ჩიმაკაძე (თსუ).
საუკეთესო მწვრთნელი
ავთანდილ ასათიანი („ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი“).
საუკეთესო მოთამაშე
გიორგი ქურდაძე („ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი“)





