პიოლი: „ვიცი რომ საუცხოო მატჩის ჩატარება შეგვიძლია“

0
81

„მილანის“ მთავარ მწვრთნელ სტეფანო პიოლის განცხადებით, ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალში „ინტერთან“ საპასუხო შეხვედრის წინ. მისი გუნდი არასახარბიელო მდგომარეობაშია, მაგრამ სჯერა, რომ სიტუაციის შეცვლა შეუძლია.
„გუნდი საუკეთესოდ ემზადება და მიზანდასახულია, რომ პირველ მატჩთან შედარებით უკეთესად ითამაშოს, რათა გაიმარჯვოს.
ასეთი მატჩისთვის მომზადება იოლი არაა, მაგრამ გონებაში მნიშვნელოვანი მიზანი გვიტრიალებს: მოვიგოთ და ფინალში გავიდეთ,რის წინასწარმეტყველებაც არავის შეეძლო. მით უმეტეს, არავინ ფიქრობს, რომ ფინალში ახლა გავალთ. თუმცა, ვიცი, რომ საუცხოო მატჩის ჩატარება შეგვიძლია.
მაღალ დონეზე თამაში შეგვიძლია. ის რაც მეორე ტაიმში ვაჩვენეთ, არასაკმარისი იქნება და თამასა უფრო მაღლა უნდა ავწიოთ. თამაში ხანგრძლივია და მისი კარგად დაწყება გვინდა, რათა მეტოქის შეცდომები გამოვიყენოთ. მსგავს შეხვედრებზე ზოგიერთი მოთამაშე ოცნებობს. ვიცით, რომ არასახარბიელო მდგომარეობაში ვართ, მაგრამ სიტუაციის შეცვლა შეგვიძლია.
სტანდარტულების დროს ფრთხილად უნდა ვიყოთ, რადგან ეს მეტოქის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მხარეა. თავად მიღებული შანი უკეთესად უნდა გამოვიყენოთ, ვიდრე პირველ შეხვედრაში. ჩვენ ვცდებოდით, მაგრამ მომავალ შეხვედრაში შეცდომები მინიმუმამდე უნდა დავიყვანოთ“ – იუწყება პიოლის ნათქვამს უეფას ვებგვერდი.
დღეს, ასევე ჯუზეპე მეაცას სახელობის „სან სიროს“ სტადიონზე გასამართი შეხვედრა, რომელშიც მასპინძელი „ინტერია“, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.
ლაშა თაბაგარი