მილანის „ინტერის“ მთავარი მწვრთნელის სიმონე ინძაგის განცხადებით, ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალში „მილანთან“ გასამართ საპასუხო შეხვედრაში მის გუნდს ცივი გონება და ცხელი გუნდი სჭირდება.
„ინტერის“ ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი გველოდება. ჩვენ ცივი გონებით და ცხელი გულით უნდა ვითამაშოთ, რათა ოცნება ავიხდინოთ და ფინალში გავიდეთ.
პირველი მატჩი 2:0 მოვიგეთ, მაგრამ „მილანი“ მაინც მრისხანე მეტიქედ რჩება, რომელსაც საუცხოო მოთამაშეები ჰყავს. ჩვენ ერთად დგომა გვჭირდება. ჩვენი გულშემატკივრები ყოველთვის გვერდით გვედგნენ – როგორც სასიხარულო, ასევე მძიმე დროში.
ყოველთვის ვცდილობ მსაჯებზე არ ვისაუბრო იშვიათი გამონაკლისების გარდა. პირველ მატჩს თუ გავიხსენებთ, იქ იყო ეპიზოდი, როდესაც კრუნიჩი თავის საჯარიმოში ბასტონის ეუხეშა, რომელიც სხვაგვარად უნდა შეფასებულიყო. სავსებით შესაძლებელია, რომ თამაში სხვა სახეს მიიღებდა თუ ანგარიში 3:0 გახდებოდა.
საპასუხო მატჩის არბიტრს რაც შეეხება, მეგობრებმა მიმითითეს, რომ ის ფრანგია და „მილანის“ შემადგენლობაში 4 ფრანგი ფეხბურთელი თამაშობს. ჩვენთვის ეს პრობლემა არაა“ – იუწყება ინძაგის ნათქვამს უეფას ვებგვერდი.
ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალის პირველი მატჩი, რომელშიც „მილანი“ მასპინძელი იყო, „ინტერმა“ 2:0 მოიგო.
დღეს, ასევე ჯუზეპე მეაცას სახელობის „სან სიროს“ სტადიონზე გასამართი შეხვედრა, რომელშიც მასპინძელი „ინტერია“, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.
ლაშა თაბაგარი





