„დილამ“ ზედიზედ მეხუთედ მოიგო – სოსიაშვილი მსაჯებს შემოწყრა

0
24

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-14 ტური დღეს ბათუმში ანგისას ბაზაზე ქობულეთისს „შუქურას“ და გორის „დილას“ შორის გამართული შეხვედრით დასრულდა. თამაში კვირას უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ ბათუმში მოსული უხვი ნალექის გამო ჩაიშალა.
ანდრეი დემჩენკოს გაწვრთნილი „დილა“ კარგ სათამაშო ფორმაშია, რაც კიდევ ერთხელ დაამტკიცა.
მატჩის მე-16 წუთზე მარჯვენა ფლანგიდან კონგოელი რომარიკ ეტოუს ჩაწოდების შემდეგ, ლაშა კასრაძის თავიდან ბურთი ბარბადოსელ ტიერი გეილის მიუვიდა, რომელმაც მახვილი კუთხიდან დარტყმით ანგარიში გახსნა – 0:1.
მე-20 წუთზე რევაზ ჩიტეიშვილმა მარჯვენა ფრთიდან პასი გეილის გაუკეთა, რომელმაც მეტოქის საჯარიმოს ხაზთან ბურთი დაამუშავა და შორეულ „ცხრიანში“ ზუსტად გაგზავნა.
მთავარმა არბიტრმა გიორგი კიკაჩეიშვილმა პირველი ტაიმის მიწურულს მეორე ყვითელი ბარათი აჩვენა მსაჯობით უკმაყოფილო ქობულეთელთა მთავარ მწვრთნელ უჩა სოსიაშვილ და გააძევა.
მეორე ტაიმის დასაწყისში ალექსანდრე ანდრონიკაშვილმა გადაცემა გორელთა საჯარიმოში დავით მუჯირს გაუკეთა, რომელმაც მცველ თორნიკე ძოწენიძეს დაასრო და თავით ეფექტური გოლი გაიტანა.
67-ე წუთზე კუთხურის გათამაშების შემდეგ, გეილი მარცხენა ფლანგზე იოლად გაცდა კოტ დივუარელ დუმბიას და პასი ეტოუს მისცა, რომელმაც მას მერე რაც გოგი კულუა დაასწრო, ახლო მანძილიდან გაიტანა.
86-ე წუთზე სამხრეთ აფრიკელმა ბანტუ მზვაკალიმ „დილას“ საჯარიმოში კედელი თორნიკე ქურდაძესთან გაითამაშა და ანგარიშში სხვაობა მინიმუმადე შეამცირა. დარჩენილ დროში მეტი გოლი არ გასულა და „დილამ“ ზედიზედ მეხუთე მატჩი მოიგო.
„დილა“ 24 ქულით 10-გუნდიან ჩემპიონატში მე-5 ადგილზეა, ხოლო „დილა“ 7 ქულით ბოლოსწინაა.

ლაშა თაბაგარი