ჰოლანდი პრემიერლიგაში სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს

0
61

„მანჩესტერ სიტის“ თავდამსმელი ერლინგ ჰოლანდი ინგლისის ფეხბურთზე მწერალ ჟურნალისტთა ასოციაციამ წლის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელა.
ნორვეგიის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა ხმების 82 პროცენტი დააგროვა და პრემიერლიგის არსებობის ისტორიაში ყველაზე დიდი სხვაობით გაიმარჯვა.
გამოკითხვაში მეორე ადგილი ლონდონის „არსენალის“ და ინგლისის ეროვნული გუნდის გარემარბმა ბუკაიო საკამ დაიკავა, ხოლო მესამე – „არსენალის“ და ნორვეგიის ნაკრების ნახევარმცველი მარტინ ედეგორი.
ხუთეულში ასევე მოხვდნენ „მანჩესტერ სიტის“ ბელგიელი შუახაზელი კევინ დე ბრუინი (მე-4 ადგილი) და „მანჩესტერ იუნაიტედის“ თავდამსხმელი მარკუს რაშფორდი (მე-5 ადგილი).
22 წლის ჰოლანდი პრემიერლიგაში სადებიუტი სეზონს ატარებს და 32 შეხვედრაში 35 გოლის გაიტანა, რაც ახალი რეკორდია. გარდა ამისა, მან  7 საგოლე პასი გააკეთა.
მანამდე, რეკორდი ენდი კოულს (1993-1994, “ნიუკასლი“) და ალან შირერს (1994-1995, “ბლექბერნი“) ეკუთვნოდათ, რომელთაც 34-34 გოლი გაიტანეს, როცა პრემიერლიგაში 22 გუნდი თამაშობდა და 42 მატჩი იმართებოდა.
ბოლო მოთამაშე, რომელმაც ინგლისის უმაღლეს დივიზიონში მასზე უკეთესი შედეგი აჩვენა „საუთჰემპტონის“ ყოფილი თავდამსხმელი რონ დევისია, რომელმაც 1966-1967 წლების სეზონში 37 გოლი მიითვალა.
ნორვეგიელმა ამ სეზონში ყველა ტურნირში 45-ჯერ ითამაშა და 51 გოლი მიითვალა. გარდა იმისა, რომ მან პრემიერლიგაში თავი 35-ჯერ გამოიჩინა, ჩემპიონთა ლიგაში 12 ბურთი შეაგდო, ინგლისის ასოაციაციის თასზე – 3, ინგლისის ლიგის თასზე – 1. სკანდინავიელმა „სიტიში“ მხოლოდ ინგლისის სუპერთასზე „ლივერპულთან“ დაპირისპირებაში ვერ გაიტანა.
მასზე უკეთესი შედეგი ინგლისის უმაღლესი დივიზიონიდან მხოლოდ „ევერტონის“ ექსთავდამსხმელ დიქსი დინს აქვს, რომელმაც 1927-1928 წლების სეზონში ყველა ტურნირში მოწინააღმდეგეები 63-ჯერ დაამწუხრა.