„ვესტ ჰემმა“ „ალკმაართან“ შემოატრიალა, „ფიორენტინას“ მოულოდნელი მარცხი

0
52

კონფერენს ლიგის 1/2-ფინალის პირველ შეხვედრაში ლონდონის „ვესტ ჰემმა“ „ალკმაარი“ მიიღო და მიუხედავად იმისა, რომ აგებდა, საბოლოოდ მეტოქეს მაინც აჯობა.
ნიდერლანდებიდან ანგარიში 48-ე წუთზე რეინდერსმა გახსნა, ხოლო მასპინძლებიდან 67-ე წუთზე ანგარიში ბენრაჰმამ გაათანაბრა. „ვესტ ჰემიდან“ გამარჯვების გოლი 75-ე წუთზე მაიკლ ანტონიომ გაიტანა.
მეორე წყვილში ფლორენციის „ფიორენტინა“ შინ „ბაზელთან“ ფავორიტად მიიჩნეოდ, მაგრამ პროგნოზი არ გამართლდა და შვეიცარიელების სახლში გამარჯვებულები დანრუნდნენ.
იტალიელები 25-ე წუთზე არტურ კაბრალმა დააწინაურა, შვეიცარიელებიდან კი საპასუხო ბურთი დიუფმა შეაგდო. ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-2 წუთზე „ბაზელს“ ამბოუნიმ მოაგებინა.
კონფერენს ლიგის 1/2-ფინალში საპასუხო თამაშები 18 მაისს გაიმართება.
ლაშა თაბაგარი