ბათუმელებმა „სამტრედიას“ სძლიეს – კონატეს გოლი და საგოლე

0
64

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-13 ტურში ბათუმის „დინამო“ სტუმრად აუტსაიდერ „სამტრედიას“ შეხვდა და სამი ქულა აიღო.
სტუმრებმა ანგარიში თამაშის მე-4 წუთზე გახსნეს, როდესაც ბათუმელთა კონტრშეტევის დროს სენეგალელმა მუსა კონატემ მეტოქის საჯარიმოში კარგი პასი მისცა ვლადიმერ მამუჩაშვილს, რომელმაც თანაგუნდელს გარჯა დაუფასა – 0:1.
64-ე წუთზე „სამტრედიამ“ კუთხური ჩააწოდა და ვარლამ კილასონიამ „მაკრატელა“ დაარტყა, მაგრამ პასი მათე აბულაძის მისამართით გამოუვიდა, რომელმაც ახლო მანძილიდან თავით გაიტანა.
74-ე წუთზე კონატემ ბურთი მარცხენა ფლანგზე მიიღო და ცენტრისკენ შეიწია, რის შემდეგ ერთ მეტოქეს გაცდა, ხოლო რეიდი მასპინძლების საჯარიმოს ხაზიდან „ცხრილში“ ზუსტი დარტყმით დაამთავრა – 1:2.
გია გეგუჩაძის გაწვრთნილი ბათუმის „დინამო“ 28 ქულით 10-გუნდიან ჩემპიონატში ლიდერია, ხოლო „სამტრედია“ 7 ქულით ბოლოსწინაა.
გიორგი მიქაძის დაბრუნების შემდეგ “თელავმა” პირველი მატჩი შინ ქობულეთის “შუქურასთან” ჩაატარა, რომელიც 0:0 დასრულდა. “თელავი” 8 ქულით მერვეა, ხოლო “შუქურა” 7 ქულით მეცხრეა.
ლაშა თაბაგარი