მადრიდის “სანტიაგო ბერნაბეუზე” ჩემპიონთა ლიგის პირველი ნახევარფინალი ‘რეალსა” და “მანჩესტერ სიტის” თამაში თანაბარი იყო, ორივე გუნდს ჰქონდა საგოლე მომენტები და საყაიმო შედეგი სამართლიანია. შეხვედრა პეპ გვარდიოლას გუნდის უპირატესობით დაიწყო, კარლო ანჩელოტის გუნდმა კი პირველივე გააზრებული კომბინაცია გოლით დაასრულა, როდესაც ვინისიუსმა საშუალო დისტანციიდან გაიტანა.
სამაგიეროდ, „სამეფო კლუბმა“ მეორე ტაიმი კარგად დაიწყო, ბურთს უფრო ფლობდა, შეტევაში ატარებდა დროს და საგოლე მომენტიც შექმნა, მაგრამ სწორედ ამ დროს, როცა ყველაზე კარგი მონაკვეთი ჰქონდა, გოლი გაუშვა. გოლი, რომელიც კევინ დე ბრუინმა შექმნა. ბელგიელმა შორი მანძილიდან ძალიან ძლიერად და ზუსტად დაარტყა. ზედიზედ მესამე სეზონია, კევინს ლიგის პირველ ნახევარფინალურ მატჩში გააქვს. 2021-ში მან პსჟ-ს გაუტანა, 2022-ში და ამჯერად – “რეალს”.
მიუხედავად იმისა, რომ თამაშის მიწურულს „რეალი“ ისევ გააქტიურდა, ორელინ ჩუამენის შორეულ დარტყმას და ედერსონის სეივს თუ არ ჩავთვლით, ბევრი ვერაფერი შექმნა. საინტერესოა აღინიშნოს, რომ მატჩის მსვლელობისას გვარდიოლას ცვლილება არ განუხორციელებია. საბოლოოდ, 1:1 და ფინალისტის ვინაობა მანჩესტერში “ეტიჰადზე” გაირკვევა.
„რეალი“ – „მანჩესტერ სიტი“ 1:1 (1:0)
9 მაისი. მადრიდი, „სანტიაგო ბერნაბუე“
„რეალი“: კურტუა; კარვახალი, რუდიგერი, ალაბა, კამავინგა; ვალვერდე, კროოსი (ჩუამენი 84), მოდრიჩი (ნაჩო 87); როდრიგო (ასენსიო 81), ბენზემა, ვინისიუსი
მწვრთნელი: კარლო ანჩელოტი
„მანჩესტერ სიტი“: ედერსონი; უოლკერი, სტოუნსი, დიაში, აკანჯი; დე ბრუინი, გუნდოგანი, როდრი; ბერნარდო სილვა, ჰოლანდი, გრილიში
მწვრთნელი: პეპ გვარდიოლა
გოლები: 1:0 ვინისიუსი (36), 1:1 დე ბრუინი (67)
გაფრთხილება: კროოსი (45), კამავინგა (79) – გუნდოგანი (71), ბერნარდო სილვა (86)
მსაჯი: არტურ დიაში (პორტუგალია)





