„საბურთალომ“ „დილასთან“ ქულა გადაარჩინა

0
23

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-12 ტურმა სტარტი გორში აიღო, სადაც ადგილობროვი „დილა“ თბილისის „საბურთალოს“ დაუპირისპირდა.
ორივე გუნდს ერთმანეთთან დაპირისპირებამდე 4-4 მატჩიანი დაუმარცხებელი სერია ჰქონდა, რომელიც გაახანგრძლვეს.
შეხვედრის 74-ე წუთზე სენეგალელი ონორე გომისი მარჯვენა ფლანგზე მეტოქის ერთ ფეხბურთელს გაცდა და საჯარიმოში პასი მიკოლა კოვტალიუკს გაუკეთა, რომელმაც ანგარიში გახსნა. უკრაინელმა თავდამსხმელმა ბოლო სამ მატჩში მეორე გოლი გაიტანა.
თუმცა, „საბურთალომ“ მიმდინარე სეზონში მერამდენედ ბრძოლისუნარიანობა გამოავლინა და ქულა გადაარჩინა, მსაჯის მიერ ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-3 წუთზე ლევან ნონიკაშვილმა საჯარიმოში ჩააწოდა და მასპინძელთა უკრაინელ მეკარე ევგენ კუჩერენკოს ხელიდან გაუვარდა ბურთი, რომელიც გურამ გოშთელიანმა ცარიელ კარში თავი გაიტანა – 1:1.
ომაარ თეთრაძის გაწვრთნილი „საბურთალო“ 23 ქულით 10-გუნდიან ჩემპიონატში მე-4 ადგილზეა, ხოლო „დილა“ 21 ქულით მეხუთეა.
ლაშა თაბაგარი