თბილისის „ლოკომოტივის“ სამწვრთნელო შტაბი მთლიანად შეიცვალა. კლუბის ხელმძღვანელებმა დაკავებული თანამდებობიდან მთავარი მწვრთნელი გიორგი მინაშვილი, მისი ასიტენტი ლუკა ხომასურიძე და მეკარეები მწვრთნელი ზურაბ ბათიაშვილი დაითხოვეს. ეს გასაკვირი არაა, რადგან გასულ სეზონში გუნდი კრისტალბეთ ეროვნული ლიგიდან გავარდა, ხოლო ახლა კრისტალბეთ ეროვნულ ლიგა 2-ი ბოლო ადგილზეა.
„ლოკომოტივს“ რეზო გოცირიძე გაუძღვება, რომელსაც ზურაბ მენთეშაშვილი, დავით ხიტირი, დაჩი ფოფხაძე და ჯაბა სამუია დაეხმარებიან.
გასულ სეზონში გოცირიძემ ქობულეთის „შუქურა“ კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-დან კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში გადაიყვანა, მაგრამ ზამთარში უსაფუძვლოდ დაიტხოვეს და მას აჭარულ კლუბთან დავაც აქვს.
ის „შუქურას“ გარდა „საბურთალოს“ 19-წლამდელთა გუნდს და ასევე „თელავს“ ავარჯიშებდა, რომელიც კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში გადაიყვანა.
ლაშა თაბაგარი





