საფეხბურთო კლუბ “თელავის” ხელმძღვანელებმა მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან სომეხი ვარდან მინასიანი დაითხოვეს და გიორგი მიქაძე დააბრუნეს. ამის შესახებ თელაველთა პრესსამსახური იუწყება:
“გაცნობებთ, რომ საფეხბურთო კლუბ “თელავს” ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს – 43 წლის გიორგი მიქაძე.
გიორგი მიქაძე 1980 წლის 21 მარტს დაიბადა თბილისში და ჩვენს გუნდს ორი წლის წინაც წვრთნიდა
გეტყვით იმასაც, რომ გიორგი მიქაძეს თანაშემწეებად კვლავ სერგი ორბელაძე, ლევან ყუფარაძე და გიორგი მაკასარაშვილი ეყოლება, მის სამწვრთნელო შტაბში მეკარეებს ისევ თამაზ ოდიკაძე გაწვრთნის, ხოლო ანალიტიკოსად ანდრო გიორგობიანი იმუშავებს”.
ლაშა თაბაგარი





